სტიქია საქართველოს რეგიონებში - რა ვითარებაა ამ დროისთვის

გზები

სამეგრელოში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. ფოთში ძლიერი ქარიშხლისგან მიყენებულ ზარალს სტიქიის სალიკვიდაციო სპეციალური კომისია დაითვლის.

სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღწერა უკვე დაწყებულია. აღდგენითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ძლიერმა ქარმა ფოთში პრობლემები შექმნა.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მრავლობითი მოტეხილობები მიიღო ფოთის მერიის თანამშრომელმა, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობას გადის.

სტიქიამ საცხოვრებელი სახლების ნაწილს სახურავი გადახადა. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ავტომანქანები, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდგარი მთავარი ნაძვის ხე, ასევე ელექტრობოძები. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიწოდება. საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადდა სანაპირო ზოლზეც.

ასევე, ძლიერმა ქარმა ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ქარმა წააქცია მრავალწლოვანი ხეები, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობა აღდგენითი სამუშაოები. ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ყველა პრობლემურ ადგილზე კომპანიის შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ და აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადებით, ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტების ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი რეაგირება.