1772112318
სოფელ ოზურგეთსა და სოფელ გურიანთაში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
ოზურგეთის მერის მოადგილემ გურამ გოლიაძემ და მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა გენო მორჩილაძემ, მერიის თანამშრომლებთან, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ ესაუბრნენ და მათგან მოისმინეს სოფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები.
მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა 27 თებერვალს, 11:00 საათიდან გაიმართება სოფელ მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში.











