ძლიერი ქარბუქი და თოვლი! - საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება
1772119689
თავისუფალი სიტყვის სანქცირება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ მისი უდიდესი ნაწილი სოლიდარობას უცხადებს „პოსტივის“ და „იმედის“ ჟურნალისტებს, - წერს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში.
ბექა ოდიშარია აღნიშნავს, რომ მაღალრეიტინგული მაუწყებლების დასანქცირება ნიშნავს ძალადობას არა კონკრეტულ მაუწყებლებზე, არამედ მილიონობით მსმენელსა და მაყურებელზე.
„უბინძურესი ენით მაუწყებელი ე.წ. ტელევიზიის დამფუძნებელს, ყოფილ დამნაშავე პროკურორს რომ აჯილდოებ და ყველაზე ყურებად, მაღალრეიტინგულ, ანუ აუდიტორიისგან მაღალი ნდობით მოსარგებლე მაუწყებლებს ასანქცირებ, ცდილობ, სასუნთქი გზები გადაუკეტო, რას ნიშნავს?! ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - ძალადობას (!) არა კონკრეტულ მაუწყებლებზე, არამედ მილიონობით მსმენელსა და მაყურებელზე, რომელსაც არ სურს რადიკალური ოპოზიციის და ძებნილი, შარაგზის ყაჩაღების მიერ დაფინანსებული პარტიული ტელევიზიების სიცრუის ტყვეობაში ყოფნა!
ქართველები ყველაზე მეტად ვერ იტანენ უსამართლობას(!) და მათ კარგად ახსოვთ ის დრო, როდესაც სულ ახლო წარსულში, დამნაშავე პროკურორის და მის ბანდ-პარტიის წევრები, როგორ აყადაღებდნენ ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტურ თეფშებს, ისიც, როგორ ხურავდნენ ტელევიზიებს ნიღბიანი, „ქსივიანი“ მოძალადეები, მათ შორის „ტვ იმედს“. არ მსურს, დავიჯერო, რომ 2026-ში ეს ჩვენი დასავლელი მეგობრების ხელით კეთდება!!!“, - წერს ბექა ოდიშარია.