„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
დღეს სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ცაგერის მუნიციპალიტეტიდან მამულისთვის თავგანწირული აფხაზეთის და სამაჩაბლოს 16 ლეჩხუმელი გმირი გვყავს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი სოფელ ჩხუტელში ყვავილებით შეამკეს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ალუდა თუთისანმა და ბერდია ჩანქსელიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებმა მამუკა ხიმშიაშვილმა, რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მარიკა კოპალიანმა, გიორგი გუგავამ, ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენელმა მირიან მურცხვალაძემ, ლეჩხუმის საზოგადოებამ. პატივი მიაგეს გმირების უკვდავ ხსოვნას.