საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებულ პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს, რუსთავის მერიაში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვთ

შეხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული  ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურში 20 სტუდენტი გაივლის სტაჟირებას.

პროგრამის მონაწილე სტუდენტებს, პირველ სამუშაო დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდება.

„რუსთავის მერიის თითქმის ყველა სამსახურში,  პირველი სამუშაო დღე აქვთ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის  მიერ ინიციირებულ სტაჟირების პროგრამაში ჩაერთნენ. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს. ეს პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც სტუდენტებისთვის და მათი კარიერული განვითარებისთვის, ასევე ჩვენთვისაც. ვფიქრობ, რომ  ეს  ახალგაზრდები ბევრ სიახლეს შემოიტანენ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტრმბრიდან გამოცხადდა. პროგრამის მონაწილე სტუდენტები 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას,  ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო უწყებაში გაივლიან.

✕