თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა
1781293794
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, ქუთაისის მერთან დავით ერემაიშვილთან ერთად, ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა.
ქუთაისში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია და აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობა. ამასთან, პროექტირების ეტაპზეა ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 70 ჰექტარზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის მოწყობა.