როდის გაწვიმდება და როდის გამოიდარებს - ორი კვირის ამინდის პროგნოზი
1787255923
ძლიერმა ქარმა პრობლემები ხობის მუნიციპალიტეტშიც შექმნა.
დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები. ქარმა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდ ბოგირის ჯებირები მოანგრია.
მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ერთ-ერთ სოფელში ცენტრალური გზის მაგისტრალზე ხე მსუბუქ ავტომობილს დაეცა, რის გამოც შეფერხებული იყო მოძრაობა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც მერიაში აცხადებენ, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და არსებული პრობლემის აღმოფხვრა ხორციელდება.


