როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი - სინოპტიკოსები უპრეცედენტო ოკეანურ ანომალიებზე საუბრობენ
1786298567
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა, პროექტ GRETA-ს ხელმძღვანელს, რიკარდო მონტანარს და მდგრადი სამთო ტურიზმის განვითარების მიმართულებით პროექტის მენეჯერს, ირაკლი კუციას უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველ მოადგილე - გიორგი ნოდარიშვილი და მერის მრჩეველი - თამარ ხომასურიძე.
პროექტ GRETA „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“-ს ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორებიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
პროექტი მოიცავს მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა პროექტის განხორციელების პროცესში არსებული შესაძლებლობები, გამოწვევები და შედეგები განიხილეს.