ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კამათი ერთმანეთთან მეზობლებს მოუხდათ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ძმებმა მჭედლიშვილმა, მეზობლის მამაკაცი და მისი შვილი სცემეს, რის შემდეგაც, 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა, სანადირო თოფიდან სამი გასროლით მოკლა მეზობელი კახა მჭედლიშვილი, დაჭრა მისი ძმა და შემთხვევით საკუთარი შვილიც დაჭრა.
დაჭრილები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ ოპერაცია უტარდებათ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველი იმყოფებიან.
„პრაიმთაიმი“ მკვლელობის ზუსტ მიზეზებსა და დეტალებს ადგენს.