კახეთში, საჯარო სკოლაში მოსწავლეზე ძალადობაში მხილებული პედაგოგს, სადამრიგებლო კლასი ჩამოართვეს

კახეთი

კახეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეზე ძალადობაში მხილებული პედაგოგს, სადამრიგებლო კლასი ჩამოართვეს.

ამავე კომიტეტის გადაწყვეტილებით, პედაგოგს სასტიკი საყვედურიც გამოუცხადეს, თუმცა კომიტეტმა, მასწავლებელს, იმავე კლასში, საგაკვეთილო პროცესის წარმართვის უფლება დაუტოვა.

დისციპლინური კომიტეტმა გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

მოსწავლის დედა ამბობს, რომ სანამ მხილებული პედაგოგი, მისი შვილის კლასთან მუშაობას გააგრძელებს, მოზარდი სკოლაში არ ივლის.

„სხდომაზე არც მასწავლებლის გადაცდომაზე და არც ჩემი შვილის შესახებ დისკრიმინაციულ საუბარზე, არ მოედავნენ. ბავშვს სკოლაში არ მივიყვან, სანამ იქნება ეს მასწავლებელი“,- ამბობს მშობელი.

მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ პედაგოგს დისციპლინური სახდელი, კონფიდენციალურობის დარღვევისა და არაეთიკური გამოსვლებისთვის დაეკისრა.

„მასწავლებელს სახდელი დაეკისრა, კონფიდენციალურობის დარღვევისათვის. რაც მან საჯარო სივრცეში ილაპარაკა, ყოვლად მიუღებელია პედაგოგის ეთიკისათვის. რაც შეეხება, მოსწავლეზე ძალადობას, კომიტეტმა ეს ვერ დაადგინა. თავად მშობელიც ესწრებოდა და არ გაუპროტესტებია. გამოძიება მიმდინარეობს და ძალადობის ფაქტის დადგენას პოლიცია ცდილობს“, - ამბობენ რესურსცენტრში.

„პრაიმთაიმის“ ინფორმაციით, მოზარდი, ერთ კვირაზე მეტია, გაკვეთილებს არ ესწრება.

შეგახსენებთ, შემთხვევა კახეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, 29 სექტემბერს მოხდა.

7 წლის მოზარდის მშობლის მტკიცებით, თანაკლასელებმა მოზარდს ყელზე დაზიანება მავთულით მიაყენეს. მშობელი ამბობს, რომ პედაგოგმა კი დაზარალებულ მოსწავლეს სილა გაარტყა, დირექტორის წაქეზებით, კი მოზარდს თანაკლასელები აბულინგებენ.

დავა სკოლასა და მოსწავლის ოჯახს შორის, თითქმის ერთი თვეა, გრძელდება.

მასწავლებლის მხრიდან,მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლით მიმდინარეობს