„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე სატვირთო ავტომანქანა დაიწვა.
ავტომობილს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. მანქანის მძღოლმა, ავტომობილის დატოვება მოასწრო.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო გამოძახებული.
მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი ჩააქრეს, თუმცა, სატვირთო მანქანის ნაწილი მაინც დაიწვა.
მომხდარის გამო, მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.
წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუმართავი ელექტროსისტემიდან გაუჩნდა.