ფოთის მერი XI მსოფლიო ურბანულ ფორუმს დაესწრო

ფოთის მერი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, XI მსოფლიო ურბანულ ფორუმს დაესწრო.

ფორუმი, „კლიმატისა და ენერგეტიკის საკითხებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მერების შეთანხმების“ პროექტისა და ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში წარიმართა. 28 ივნისიდან 02 ივლისის ჩათვლით, ღონისძიების მასპინძელი პოლონეთი, ქალაქი კატოვიცე გახლდათ.

ფოთი, 2017 წლიდან არის ევროკავშირის ინიციატივის „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი მუნიციპალიტეტი.

ფორუმზე, მერების გლობალური შეთანხმების ფარგლებში, განიხილეს:

ენერგო ხელმისაწვდომობის დაგეგმვა, კლიმატის ცვლილებების შესწავლის გაუმჯობესება; 
მწვანე, მდგრადი და გამძლე ურბანული ტერიტორიების ჩამოყალიბება ევროპაში 2030 წლისთვის;
უთანასწორობის აღმოფხვრა მდგრადი ინფრასტრუქტურის მეშვეობით;
როგორ შევქმნათ გრძელვადიანი სტრატეგიები ურბანული მომავლისთვის და სხვა.
ფორუმის მსვლელობისას მოეწყო გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიება, ჩატარდა მასტერკლასები ურბანული დაგეგმარების საკითხებზე.

ფოთის მერი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად დაესწრო ფორუმს. მონაწილეებმა ერთმანეთს, თავიანთი ქალაქების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე გაუზიარეს ინფორმაცია.

მსოფლიო ურბანული ფორუმი, ტრადიციულად, ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მისი მიზანია უსაფრთხო, მშვიდი, მდგრადი და ინკლუზიურად განვითარებული ქალაქების ჩამოყალიბება.