ცვლილება კანონში, რომელიც დეკრეტული შვებულების დროს გაცემულ თანხას ეხება
1780432804
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 4 ივნისს, ქალაქ ბათუმში „დასაქმების ფორუმი 2026“ გაიმართება.
ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს 300-ზე მეტ ვაკანსიას და 2000-მდე სამუშაო ადგილს შესთავაზებს. ღონისძიება მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაეცნონ რეგიონის წამყვან კომპანიებს და იპოვონ საკუთარი ადგილი შრომის ბაზარზე.
მიმდინარე წელს სამუშაოს მაძიებლებს სრულიად ახალი ფორმატითა და მასშტაბური შესაძლებლობებით უმასპინძლებს. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების ერთმანეთთან დაკავშირებას, კარიერული განვითარების ხელშეწყობასა და შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.
ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება და წარმოდგენილი იქნება 80-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა სექტორიდან. კერძოდ, ადმინისტრაციული, საზღვაო, ვაჭრობა/დისტრიბუციის, სასტუმრო/სარესტორნო, მრეწველობის, ტრანსპორტი/ლოჯისტიკის, მშენებლობის, ფინანსების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებიდან.