რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა? - ამ კითხვებს ექიმი ზაზა თელია პასუხობს.
„საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება:1. კარაქი - 6-დან 9 თვემდე;2. ბანანი - 2-3 თვე;3. კვერცხის ცილა ან გული - 1 წელი;4. ყველი - გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი - 6 თვედაჭრილი ყველი - 3-4 თვე;5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა - 1-2 თვე;6. ავოკადო - 8-12 თვე;7. მცენარეული საკვები - 6 თვე;8. პური - გამომცხვარი - 1 თვე;არაგამომცხვარი კონსერვანტების გარეშე - 3-5 თვე;9. რძე - 3 თვე;10. კანფეტი - 3-6 თვე;11. ნაჭუჭიანი თხილეული - 6 თვე ან მეტი;12. შემწვარი მორჩენილი საკვები - ხორცეული - 2-3 თვე.ქათამი, ინდაური ან თევზეული - 4-6 თვე;13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით - 2-3 თვეასე რომ ნუ გადაყრით საკვებ პროდუქტებს, მორჩენილ საკვებს - გახსოვდეთ რომ ბევრი ადამიანი განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში მშიერია ყოველდღიურად.შეგიძლიათ გაყინოთ პროდუქტები, შეინახოთ ან დაურიგოთ გაჭირვებულებს.“ - წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.