შეიძლება თუ არა ორსულობის დროს თმის შეღებვა? - ექიმების რჩევა

https://www.huffpost.com/entry/hair-dye-during-pregnancy_n_5abcf8aee4b04a59a3154eb3

დიდი ხანია არსებობს დაუწერელი წესი იმის შესახებ, რომ ორსულობის დროს თმის შეღებვა არ შეიძლება. მიზეზი კი არის შიში იმისა, რომ თმის შეღებვის შედეგად მუცლად მყოფ ნაყოფს ზიანი მიადგება.

გაურკვეველია თუ საიდან გაჩნდა ეს მოსაზრება, მაგრამ ფაქტია, რომ ორსულ ქალებში ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა - შეიძლება თუ არა თმის შეღებვა?

თმის საღებავი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს ამიაკსა და ზეჟანგს და როცა ამის გამო ღელავენ ფეხმძიმე ქალები გარკვეულწილად გასაგებია მათი შფოთვა, მაგრამ კვლევის თანახმად ამ ქიმიური ნაერთების კონცენტრაციის დონე იმდენად დაბალია, რომ შეუძლებელია მან რაიმე გავლენა მოახდინოს ნაყოფზე.

არის თუ არა თმის საღებავი და მისი შემადგენელი ქიმიური ნივთიერებები სახიფათო?

The Huffingtonpost აქვეყნებს ოთხი მედიკოსის პასუხს ამ კითხვაზე. როგორც გამოცემა წერს, ყველა ექიმი ამბობს, რომ თმის შეღებვა ორსულობის დროს არ არის სახიფათო.

თუ ორსულობამდე თმას იღებავდით და არანაირი პრობლემა არ შეგქმნიათ, შეგიძლიათ გააგრძელოთ ეს საქმე, არც ამჯერად იქნება სახიფათო არც თქვენთვის და არც ნაყოფისთვის. 

„თმის შეღებვის დროს საღებავი თავის კანთან ღრმად კონტაქტში არ შედის, შესაბამისად, ის ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანს ორგანიზმს.ამავდროულად, თმის საღებავს გარკვეული დროის შემდეგ ჩამოიბანთ, რის გამოც ის კანში ვერ შეიწოვება და შესაბამისად, ვერ იქნება საზიანო. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ თმის შეღებვა ორსულობის დროს სახიფათო არ არის“, - ამბობს ექიმი ანხელა ლემბი.

„ზოგიერთი მიიჩნევს, რომ თმის შეღებვა დასაშვებია ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ, მაგრამ რეალურად არ არის აუცილებელი მოცდა“, - ამბობს ექიმი სინტია ბანერმანი.

ექიმები ამბობენ, რომ არ არსებობს კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ თმის შეღებვა ორსულობის დროს მავნებელია.

მკვლევრებმა ჩაატარეს კვლევა. ფეხმძიმე ქალები გაყვეს ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფში შემავალი ქალები თმას არ იღებავდნენ, ხოლო მეორე ჯგუფის ქალები რეგულარულად იღებავდნენ თმას. კვლევამ აჩვენა, რომ თმის საღებავს ნაყოფის განვითარებაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია.

თუ კვლავ მიიჩნევთ, რომ თმის საღებავი თქვენს ჯანმრთელობას ავნებს, შეგიძლიათ თმის შეღებვის სხვა მეთოდებს მიმართოთ და გამოიყენოთ ის საღებავები, რომლებიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს.

სხვა სიახლეები:

ამ მცენარეულ საკვებს, შეუძლია დაგიცვათ გულისა და ალცჰაიმერის დაავადებისგან - ახალი კვლევა

„არ მომწონს სანდროს წარსულთან ჩემი დაკავშირება“ - რას ამბობს ნინა ხუბუტია

კლავდა ქალებს, რომლებიც დედამისს ჰგავდნენ... - მანიაკი „ანგელოზის სახით“, რომელიც 8 ქალის მკვლელობისთვის გაასამართლეს