კარგი სიახლე მათთვის, ვისაც მართვის მოწმობის აღება სურს - ნახეთ, რა იცვლება
1793218334
ექიმი ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია საუბრობს ხმელთაშუა ზღვისპირეთის კვების მოდელის მნიშვნელობაზე ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისთვის.
მისი თქმით, ყოველდღიური რაციონი უნდა მოიცავდეს ბოსტნეულს, ხილს, მარცვლეულს, თხილეულს, მწვანილსა და ზეითუნის ზეთს. თევზისა და ზღვის პროდუქტების მიღება რეკომენდებულია კვირაში სულ მცირე ორჯერ, ხოლო წითელი და გადამუშავებული ხორცის მოხმარება უნდა შეიზღუდოს.
ჯანსაღი კვების გარდა, მნიშვნელოვანია საკმარისი წყლის მიღება, ცილებისა და სასარგებლო ცხიმების სწორად შერჩევა, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა და ძილის რეჟიმის დაცვა.
ხმელთაშუა ზღვისპირეთის კვების მოდელი არა მხოლოდ საკვების არჩევას, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ადამიანებთან ურთიერთობასაც გულისხმობს.
ნახეთ, ვიდეო: