1781210306
ეზოთერიკოსი ასახელებს ფინანსურ კოდს, რომელიც ბარაქის მოსაზიდად ბარათის პინ-კოდად უნდა გქონდეთ
ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში გამომწერებს ფინანსური კოდის შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
„აღმოაჩინე შენი პირადი ფინანსური კოდი!
აიღეთ თქვენი დაბადების თარიღი და მიჰყევით ამ მარტივ ინსტრუქციას: ნაბიჯი 1 (დღე): დაიყვანეთ დაბადების დღის რიცხვი ერთ ციფრამდე.
(მაგ: თუ დაიბადეთ 19-ში: 1+9=10 -> 1+0= 1) ნაბიჯი 2 (თვე): დაიყვანეთ თვის რიცხვი ერთ ციფრამდე. (მაგ: ოქტომბერი არის 10 -> 1+0= 1) ნაბიჯი 3 (წელი): შეკრიბეთ დაბადების წლის ციფრები ერთ ციფრამდე. (მაგ: 1978 წელი: 1+9+7+8=25 -> 2+5= 7) ნაბიჯი 4 (ჯამი):
შეკრიბეთ მიღებული სამივე ციფრი ერთად. (მაგ: 1+1+7= 9)გადაწერეთ ციფრები მიმდევრობით და თქვენი კოდიც მზად არის!
როგორ გამოვიყენოთ?
დააყენეთ საბანკო ბარათის პინ-კოდად, ტელეფონის პაროლად ან უბრალოდ დაწერეთ წითელ ფურცელზე და შეინახეთ საფულეში.“ - წერს თამუნა იოსელიანი.











