„დღეიდან 3 დღე ბევრი შესანიშნავი შესაძლებლობა მოგეცემათ" - ასტროლოგის რჩევები

ასტროლოგია

"მშვენიერი დროა პირადი, პირდაპირი საუბრისათვის, როდესაც გადამჭრელი სიტყვა გვინდა ვუთხრათ თანამოსაუბრეს. კამათიც შეიძლება, ოღონდ არგუმენტირებულად."

ასტროლოგი ხათუნა ნოელი, მარსის კუროს ზოდიაქოში გადასვლის შესახებ საუბრობს და მკითხველებს ურჩევს:

"ხვალ, 5 ივლისს, მარსი კუროს ზოდიაქოში გადადის, სადაც 22 აგვისტომდე იმოძრავებს. ასევე, ხვალ, მერკურიც იცვლის ნიშანს და 19 ივლისის ჩათვლით კირჩხიბის სტუმარი იქნება.

ერთმანეთთან მეგობრულ ნიშნებში მყოფი ეს ორი პლანეტა ურთიერთჰარმონიულ ასპექტში მოდიან და 8 ივლისის ჩათვლით ბევრ შესანიშნავ შესაძლებლობებს მოგვცემენ.

მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩვენი გონი და ინტელექტი, (მერკური) ჩვენს ნებასთან და ქმედებებთან (მარსი) თანხვედრაშია. ასეთი ჰარმონიის წყალობით ძალიან ბევრი საქმის სწრაფი და გონივრული გადაჭრის უნარი მოგვემატება.

ამიტომ, კარგი იქნება თუ ამ დღეებს საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, ახალი წამოწყებისთვის, კონტაქტებისათვის და ნებისმიერი დოკუმენტების ხელისმოსაწერად/ გასაფორმებლად გამოვიყენებთ. აგრეთვე ვინმესთან შუამავლობისთვის.

მშვენიერი დროა პირადი, პირდაპირი საუბრისათვის, როდესაც გადამჭრელი სიტყვა გვინდა ვუთხრათ თანამოსაუბრეს.

კამათიც შეიძლება, ოღონდ არგუმენტირებულად. ვარჯიშების დაწყებას ან ფიზიკური დატვირთვის გაზრდას თუ გეგმავთ, შეგიძლიათ სწორედ ხვალიდან შეუდგეთ. მე და ჩემი ვარსკვლავები წარმატებებს გისურვებთ," - წერს ასტროლოგი.

 

წყარო: "ასტროზონა"