რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პირველი მოსმენით იმსჯელებს. ცვლილება ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებლები წლის ბოლომდე საპენსიო დავალიანებას და საურავებს დაფარავენ. საკანონმდებლო პაკეტი დაახლოებით 13 500-ს დამსაქმებელს შეეხება და ჯამში, 43 მილიონი ლარის ამნისტია მოხდება.
კანონპროექტში ასევე არის პროცედურულ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებიც, კერძოდ, მცირდება ჯარიმის ოდენობაც.
„ეს ცვლილებები ემსახურება იმას, რომ ერთი მხრივ დასაქმებულმა მიიღოს თავის ანგარიშზე მისი კუთვნილი საპენსიო დანაზოგი და დამსაქმებელმა ის კეთილსინდისიერად გადაიხადოს, თუმცა თუ შეცდომაა დამსაქმებლის მხრიდან, მას მიეცეს გარკვეული მოქნილი პირობები რომ აღნიშნული ვალდებულება შეასრულოს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.