შალვა პაპუაშვილი: 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან

 შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის ახალი ინიციატივის შესახებ წერს.

„81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან.

საკანონმდებლო ცვლილება 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება“, - წერს პაპუაშვილი.