ირაკლი ხელაძე გახარიას პარტიაზე: მუდმივად ცდილობენ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას. ისინი ვერ გამოვიდნენ საბოტაჟის რეჟიმიდან

ირაკლი ხელაძე

მუდმივად ცდილობენ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ გახარიას პარტიაზე საუბრისას.

მისი თქმით, ლოგიკურია, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს, პარტია „გახარია საქართველოსთვის" დაემატება.

„საფუძველი არის ის, რომ კარგად გვახსოვს მათი თანამშრომლობა მათ შორის პოლიტიკურ საკითხებზე, ის ორკესტრირებული ქმედებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მუდმივი მცდელობა, რომ ხელისუფლების დელეგიტიმიზაცია მოახდინონ და მუდმივად ცდილობენ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას. ისინი ვერ გამოვიდნენ საბოტაჟის რეჟიმიდან და უფრო ლოგიკურია მათი ამ სარჩელში მონაწილეობა“, - აღნიშნა ხელაძემ.