„ასეთი კარტოფილი არასდროს გამოიყენოთ!“ - ექიმის გაფრთხილება

კარტოფილი

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე კარტოფილთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, არასდროს უნდა გამოვიყენოთ კარტოფილი, რომელიც მწვანეა და ღვივდება.

„თუ ფიქრობთ, რომ ასეთ კარტოფილს კარგად შეწვავთ ან მოხარშავთ და ასე გაანეიტრალებთ, სამწუხაროდ, ცდებით. სოლანინი ძალიან მდგრადია ტემპერატურის მიმართ და ტოქსიკურიბას ინარჩუნებს. თუ მხოლოდ ასეთი კარტოფილი გაქვს და სხვა გზა არ არის, ეს მწვანე ნაწილი და ღივები ბოლომდე მოაშორე. თუმცა, თუ გამწვანება-გაღივებასთან ერთად, კარტოფილი რბილიცაა, ასეთი კარტოფილი უკვე კატასტროფაა და არ უნდა გამოიყენო“,- ამბობს ღოღობერიძე.

 

@giorgighoghoberid7

ამგვარი კარტოფილი არასდროს მიირთვა

♬ original sound - ექიმი გიორგი ღოღობერიძე