ჯორჯინა უზკატეგი ილია თოფურიასთან დაკავშირებით დუმილს არღვევს
1782197449
მარი მალაზონია იმ პროდუქტებს ასახელებს, რომელთა მოხმარებასაც ფარისებრი ჯირკვლის მოქმედების შეფერხება შეუძლიათ.
„არსებობს რამდენიმე თავისებურება, რომელიც უშუალოდ ფარისებრ ჯირკვალს უკავშირდება. ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო და ქეილი, სხვადასხვა კონტექსტში ადრეც გვიხსენებია, თუმცა დღეს მათ გოიტროგენებად მოვიხსენიებთ. ამ პროდუქტებში არსებულ ნივთიერებებს იოდის შეთვისებისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სრულფასოვანი გამომუშავების შეფერხება შეუძლიათ.
ჰორმონების სინთეზის შეფერხების წინაპირობას სხვა პროდუქტებიც შეიცავენ, მაგალითად სოია და მწვანე ჩაი. ამავე ჩამონათვალშია გასათვალისწინებელი პოლიფენოლები და ფლავონოიდები, რომლებსაც ისეთი პროდუქტები შეიცავენ, რომელთა კავშირი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფერხებასთან ერთი შეხედვით ვერც კი წარმოგვიდგენია, როგორებიცაა წითელი ღვინო, მოცვი და სხვა კენკრა.
ნიშნავს თუ არა ეს ინფორმაცია იმას, რომ ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, კენკრა თუ მწვანე ჩაი რაციონიდან საერთოდ უნდა ამოვიღოთ? რა თქმა უნდა, არა. ამ საკვებ პროდუქტებში მსგავსი მოქმედების მქონე ნივთიერებები მართლაც არსებობს, თუმცა მათგან გამოწვეული არასასურველი ეფექტების განეიტრალება სრულიად შესაძლებელია რამდენიმე გზით.
პირველი ეფექტური გზაა პროდუქტების თერმული დამუშავება, ხოლო მეორე გზა ფერმენტაციაა, მაგალითად მამა-პაპური წესით დამწნილებული, დამჟავებული კომბოსტოს გამოყენება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კვების მრავალფეროვნებას. თუ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ კომბოსტოს კი არ მივირთმევთ, არამედ სხვადასხვა პროდუქტს ერთდროულად შევუხამებთ, არასასურველ ეფექტებს მაქსიმალურად გავანეიტრალებთ. ამ მიდგომით ჩვენ არა მხოლოდ თეფშის პრინციპით გათვალისწინებულ მრავალფეროვნებას დავიცავთ, არამედ სასარგებლო ნივთიერებების ურთიერთგადამფარავი ეფექტით რისკებსაც მნიშვნელოვნად შევამცირებთ",- ამბობს მალაზონია.
ნახეთ გადაცემა სრულად: