,,აი, რა უნდა გააკეთოთ, თუ ფრჩხილები მარტივად გტყდებათ" - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

გიორგი ღოღობერიძე

,,ფრჩხილები მარტივად გემტვრევა? - ამას სამი მიზეზი აქვს, რომლის მოგვარებითაც ფრჩხილებს შეინარჩუნებ", - ამის შესახებ ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

მისი თქმით, ადამიანს, რომელსაც აწუხებს ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა, ასევე, აწუხებს კანის სიმშრალე, ნახეთქები ტუჩის კუთხეებში და თმის ცვენა. 

ექიმი პრობლემის მიზეზებსა და მისი მოგვარების გზებზე საუბრობს.

,,ნომერ პირველი მიზეზი, ეს არის რკინის ნაკლებობა, თუ შენ სხეულში რკინა დაქვეითებული რაოდენობითაა, ეს თავდაპირველად, გამოვლინდება ფრჩხილების მტვრევადობით. გამოსავალი არის ის, რომ მიიღო რკინით მდიდარი საკვები. ხორცში არსებული რკინა ჩვენი სხეულის მიერ შეიწოვება მარტივად. რკინა შეიძლება მიიღო დანამატების სახითაც, ჰემატოლოგთან კონსულტაციის შემდეგ. 

მეორე, რაც შეიძლება იწვევდეს ფრჩხილების მტვრევადობას, ეს არის ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული აქტივობა. 

შენი ამოცანა იქნება, რომ მიხვიდე ენდოკრინოლოგთან და უმკურნალო ამ პრობლემას. 

მესამე, ეს არის D ვიტამინის ნაკლებობა", - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.