პილოტი, რომელიც უცხოპლანეტელებმა „გაიტაცეს“ - ფრედერიკ ვალენტიჩის ბოლო სიტყვები
1784587290
სამყაროში, სადაც ადამიანები მუდმივ ქაოსში ცხოვრობენ და მუდმივად სადღაც ეჩქარებათ, ფინჯან ყავასთან ერთად უბრალო დასვენებაც კი, შეიძლება, დროის ფუჭ კარგვად მოგვეჩვენოს. თუმცა, ფსიქოლოგები ხაზგასმით აღნიშნავენ: თუნდაც რამდენიმე წუთით „არაფრის კეთების“ უნარი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია, წერს გამოცემა Your Tango.
სპეციალისტები გამოყოფენ 9 თვისებას, რომლებიც ხშირად აერთიანებთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ფინჯანი ყავის მშვიდად, აუჩქარებლად მირთმევა დასვენების საყვარელი ფორმაა.
1. მათ არ უყვართ ზედმეტი ფაციფუცი;
ასეთ ადამიანებს არ აქვთ მოთხოვნილება, მუდმივად ონლაინ რეჟიმში იყვნენ ან თითოეულ შეტყობინებას მომენტალურად უპასუხონ. ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს საკუთარ თავთან მარტო და არ აშინებთ სიჩუმე.
2. შეუძლიათ მარტივი მომენტებით ტკბობა;
ფსიქოთერაპევტი ლიზ დევისი განმარტავს, რომ ცხოვრების რომანტიზება იდეალური სურათისკენ სწრაფვას კი არ ნიშნავს, არამედ ჩვეულებრივ ნივთებსა თუ მოვლენებში სილამაზის დანახვას.
3. უფრთხილდებიან საკუთარ ენერგიას;
იმის ნაცვლად, რომ მუდმივად შესაძლებლობების ზღვარზე იმუშაონ, ისინი თავს მოკლე პაუზების უფლებას აძლევენ ძალების აღსადგენად. ეს მიდგომა მათ ემოციური გამოფიტვის თავიდან არიდებასა და დღის განმავლობაში პროდუქტიულობის შენარჩუნებაში ეხმარება.
4. უყვართ ფიქრი და რეფლექსია;
ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდად ისხდნენ სიჩუმეში, ხშირად მიდრეკილნი არიან თვითანალიზისკენ. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ სწორედ ასეთი პაუზების დროს ახერხებს ადამიანი საკუთარი განცდების უკეთ გააზრებას, გადაწყვეტილებების მიღებასა და ახალი იდეების პოვნას.
5. ცხოვრობენ საკუთარი რიტმით;
კონცეფცია slow living-ის (ნელი ცხოვრება) პოპულარობა სწორედ ცხოვრების ტემპის შენელების სურვილით აიხსნება. ფსიქოლოგიის დოქტორი სტივ ტეილორი მიიჩნევს, რომ ეს დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე:
6. არ აშინებთ მოწყენილობა;
ასეთ ადამიანებს არ სჭირდებათ სოციალური ქსელები ან ვიდეოები ყოველი თავისუფალი წუთის შესავსებად. მკვლევართა აზრით, მოწყენილობის ხანმოკლე პერიოდებს შეუძლია კრეატიულობის სტიმულირება, კონცენტრაციის გაუმჯობესება და არასტანდარტული გადაწყვეტილებების პოვნაში დახმარება.
7. აფასებენ კომფორტს;
საქმე მხოლოდ რბილ სავარძელს ან საყვარელ ფინჯანს არ ეხება. მათთვის მნიშვნელოვანია ისეთი სივრცის შექმნა, სადაც შეძლებენ ჭეშმარიტად მოდუნებას და სიმშვიდის შეგრძნებას.
8. უყვართ დამკვიდრებული ჩვევები;
ბევრი მათგანი ყავას ერთსა და იმავე დროს სვამს ან საკუთარი დილის რიტუალი აქვს. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მუდმივი დღის რეჟიმი დადებითად მოქმედებს როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
9. დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში;
ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ საკუთარი რიტმით ცხოვრების, როგორც წესი, ნაკლებად არიან დამოკიდებულნი სხვების აზრზე. ისინი არ მიჰყვებიან მოდურ ტენდენციებს და მშვიდად ირჩევენ ცხოვრების იმ წესს, რომელსაც მათთვის სიამოვნება მოაქვს.
მთავარი დასკვნა: სპეციალისტები ხაზს უსვამენ: რამდენიმე წუთი ფინჯან ყავასთან ერთად, ტელეფონის, ახალი ამბებისა და აჩქარების გარეშე, სიზარმაცის გამოვლინება კი არ არის, არამედ ძალების აღდგენისა და სტრესის დონის შემცირების საუკეთესო შესაძლებლობაა.