„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1779633716
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ „დღის ქრონიკაში" ისაუბრა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუ ამ დღეს რაიმე პროვოკაცია მოხდება, ეს არ იქნება მთავრობის მხრიდან, ეს იქნება თვითონ ოპოზიციის მხრიდან.
„თუ ვინმეს შეუძლია 26 მაისს სიტუაცია არიოს და პროვოკაციები მოაწყოს, ეს არის სწორედ ოპოზიცია და ეს არაერთხელ გვინახავს ჩვენ მათ შეკრებებზე. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ 4 ოქტომბერს, როდესაც „მშვიდობიანი" გადატრიალება მოინდომეს, თუ როგორი მშვიდობიანი გამოუვიდათ. ძალიან კარგად დავინახეთ, რომ არცერთი გადაცდომა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და რა თქმა უნდა, პროვოკაციაც იქ არ ყოფილა. თუ ვინმეს მხრიდან იყო პროვოკაცია, ეს იყვნენ ის ოპოზიციონერები, რომლებიც შესაბამისად ახლა სასჯელს იხდიან და ის ჯგუფი, რომელსაც უნდოდა ზოგადად გადატრიალება და საქართველოს მთავრობის დამხობა. ყველამ საკადრისი სამართლებრივი პასუხი მიიღო. თუ ვინმე შეეცდება პროვოკაციას, ეს არ იქნება მთავრობის მხარე და თუ საიდანმე პროვოკაცია წამოვა, ეს იქნება ისევ და ისევ ოპოზიცია, რაზეც კიდევე ერთხელ ვამბობ, რომ სამართალდამცავი ორგანოებიდან, კანონის ფარგლებში მიიღებენ შესაბამის პასუხს. იმედი მაქვს, აქამდე არ და ვერ მივლენ იმიტომ, რომ მათ არც რაოდენობა ეყოლებათ ადამიანების, რომლებიც მისცემენ ამის გაკეთების საშუალებას. ზოგადად, მთავრობა მშვიდობიანი აქციის ჩატარების წინააღმდეგი არასდროს იქნება, ოღონდ კანონმდებლობის ფარგლებში“, - აღნიშნა შალამბერიძემ.