ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა - არიან დაშავებულები
1793287339
ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ საკონსტიტუციო სარჩელის საქართველოს ევროინტეგრაციაზე შესაძლო გავლენაზე ილაპარაკა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვთ, რაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩეხეთში ვიზიტის დროსაც გამოჩნდა.
„ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ როდესაც ამ კითხვებზე პასუხებს პირდაპირ იღებენ, ამას უსმენენ და ითვალისწინებენ. რეალურად, რას ვაწყდებით - გარკვეული ჯგუფი ქმნის ე.წ. ინფორმაციულ ბაბლს, რომელიც იგზავნება ევროკავშირში და ევროკავშირიდან ეს ინფორმაცია ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში იშლება. ამიტომ ვიღებთ იმას, რომ საბოლოოდ, ყველა ერთი და იმავე მესიჯებით ლაპარაკობს. მაგრამ როდესაც ამ მესიჯების სიღრმეებში შედიხარ, ისინი ამას უსმენენ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ღია იმისთვის, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან დასმულ ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ. ჩვენ პასუხს გავცემთ ძალიან მყარი ფაქტებით, რომლებიც ამყარებს ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელს“, - აცხადებს შალამბერიძე.