ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა - არიან დაშავებულები
1793287339
ძალიან საინტერესო პროცესს ვადევნებთ თვალყურს ბოლო დღეების განმავლობაში. ვხედავთ ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ გამიჯვნოდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა გვარამია ამბობს, რომ ამაყია, რომ მოღვაწეობდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ჰყავდა ყველაზე ღირსეული და წარმატებული მთავრობა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიას ძალიან მოკლე ტყუილი გამოუვიდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილზე საუბრობდა.
„ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიციის რეფორმაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი, სამხედრო და თავდაცვის რეფორმაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმ წლებში.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც ერქვა „ირმის ნახტომი“ და განათლების სამინისტრო ახორციელებდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდის დაფინანსებით, როდესაც გადაიდგა პირველი ნაბიჯები სკოლების რეაბილიტაციის მიმართულებით. ეს იყო 3 წლიანი პროექტი, რომელშიც ათეულობით მილიონი ლარი ჩადო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა.
ეს იყო პირველი ნაბიჯები, რითაც გაუმჯობესდა სწავლის პირობები, რომელიც დღევანდელ დღემდე გრძელდება და განათლების რეფორმაში შედის“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.