გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ და სხვა საქმეზეც წარედგინათ
1770722037
სანამ ევროკავშირის პოზიცია ობიექტური არ გახდება ჩვენი ქვეყნის მიმართ, მანამდე ასეთი დასკვნები და ასეთი კვლევები რა თქმა უნდა შედეგს ვერ მოიტანს. შედეგს მოიტანს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გლობალურად დათბება ჩვენს შორის ურთიერთობა და ის ნაბიჯები, რასაც საქართველო მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის დგამდა, ეს იქნება მათი მხრიდან აღიარებული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსზე საუბრისას.
მისი თქმით, ევროკავშირს საქართველოს მიმართ ობიექტური დამოკიდებულება არ აქვს.
„ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ევროკავშირს არ აქვს საქართველოს მიმართ ობიექტური დამოკიდებულება. ობიექტური დამოკიდებულება რომ ჰქონდეს, ასეთი ანგარიში არც პირველად გამოქვეყნებულა საქართველოს მიმართ, სადაც საქართველო ან ათეულშია ან ოცეულშია ან ამ შემთხვევაში ევროკავშირის შვიდ ქვეყანას ჯობია და ნატოს წევრ 11 ქვეყანას. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ყოველ კვირაში ისეთ ანგარიშს აქვეყნებს ევროსაბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი თუ სხვადასხვა სტრუქტურა, სადაც საქართველო არის ყოველთვის ლიდერების პოზიციაზე ან წინაურდება ახალ-ახალი ნაბიჯით. მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია იმაზე, რომ ევროკავშირს რიტორიკა შეეცვალა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მთავრობის მიმართ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სანამ ევროკავშირის პოზიცია ობიექტური არ გახდება ჩვენი ქვეყნის მიმართ, მანამდე ასეთი დასკვნები და ასეთი კვლევები რა თქმა უნდა შედეგს ვერ მოიტანს. შედეგს მოიტანს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გლობალურად დათბება ჩვენს შორის ურთიერთობა და ის ნაბიჯები, რასაც საქართველო მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის დგამდა, ეს იქნება მათი მხრიდან აღიარებული“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს.