1793218619
ზურაბ პატარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საქმიანობას და მიმდინარე კვლევების პროცესს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საქმიანობას და მიმდინარე კვლევების პროცესს გაეცნო.
ინსტიტუტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს და სპეციალისტები ენდემური მცენარეული სახეობების სიღრმისეულ შესწავლას ბიომრავალფეროვნების სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მათ შორის - ციტრუსოვანთა სახეობების, ახალი ნარგავების გამოყვანაზე,ასევე- ხორბლის გამძლე ჯიშების აღიარებაზე მუშაობენ და კოლხეთის ტორფნარების კვლევასაც უწყობენ ხელს.
აღნიშნული საქმიანობით კვლევით ინსტიტუტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკოსისტემის გამოწვევების დონზე საპრევენციო სამუშაოების წარმოების პროცესში. მიმდინარეობს სამეცნიერო დაწესებულების ინფრასტრუქტურის განახლებაც, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, უახლოეს პერიოდში დასრულდება სათბურის მშენებლობაც.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და ეკოსისტემის დაცვის მიზნით, წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტის მხარდაჭერა მთავრობის პრიორიტეტია, რაც სამეცნიერო კვლევების გაღრმავების, მეცნიერებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ღონისძიებებში აისახება და მეცნიერებს კვლევის შედეგების წარდგენის, სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.












