სავედრებელი ლოცვა, რომელიც რთულ წუთებში უნდა წაიკითხოთ
1783348042
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტი საქართველოსთვის სამართლებრივ ვალდებულებებს არ წარმოშობს.
მისი შეფასებით, რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა ოპოზიციის წარმომადგენლების აქტიური შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან.
"ისევე როგორც ცოტა ხნის წინ PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გადასხეს აქაური დამსმენების დესანტი, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ, როგორ ამათრახებდნენ ვერბალურად საქართველოს, რომელიც უკვე დიდი ხანია მათთვის აღარ არის სამშობლო, ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა ჰააგაში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე, იქაც ჩაქანდა აქაური რადიკალური ოპოზიციის ჯგუფი და როგორც იტყვიან "იმუშავეს"... ეხლა კი რაც შეეხება რეზოლუციას, რომელსაც ოპოზიცია მხოლოდ მედია ხმაურისთვის გამოიყენებს, და სხვა ვერაფერში. 1. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ გააჩნია უფლებამოსილება მიიღოს ეუთოსთვის სავალდებულო გადაწყვეტილებები. 1. მისი რეზოლუციები არ წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის წყაროს ან საფუძველს 2. ეუთოში პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება მინისტრთა საბჭოს, ეუთოს მუდმივი საბჭოს, და ეუთოს სამიტის მიერ, და ეს გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ წევრი სახელმწიფოების კონსენსუსით(!!) 3. ამ რეზოლუციის გათრევით, ჯო უილსონმა მისთვის გადახდილი ფული გამოიმუშავა და მეტი არაფერი", - წერს ანჯაფარიძე.