იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს

პატრიარქი შიო

წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი შიო მესამე აღავლენს.

ღვთისმსახურებაში სხვადასხვა ეპარქიის მეუფეებიც მონაწილეობენ.

წირვას მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

​ტაძრის ეზოსა და შიდა სივრცეში უამრავი მორწმუნეა შეკრებილი. ადგილზე განსაკუთრებული სულიერი განწყობა და საზეიმო ატმოსფერო სუფევს. მრევლი და სასულიერო პირები პატრიარქის მობრძანებას დიდი სიხარულით შეხვდნენ.

​ტაძარში ამ წუთებშიც ისმის საგალობლები, უწმინდესი შიო III სრულიად საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ლოცულობს. წირვის დასრულებისთანავე პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს .