1773348202
ტყუპი ძმები ტყუპ დებზე დაქორწინდნენ - ნეფე-პატარძლებს ერთნაირი სახელები ჰქვიათ
ტყუპი ძმები, ტაივო და კეჰინდე, ტყუპ დებზე დაქორწინდნენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მათ მეუღლეებსაც ზუსტად იგივე სახელები, ტაივო და კეჰინდე ჰქვიათ.
ორმაგი ქორწილი ნიგერიაში გაიმართა. უცხოური მედიის ცნობით, ისინი ერთმანეთს პირველად 10 წლის წინ, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შეხვდნენ. მეგობრობით დაწყებული ნაცნობობა სიყვარულში მალევე გადაიზარდა.
ერთნაირი სახელების ქონა ადგილობრივ ტრადიციას უკავშირდება. წეს-ჩვეულების მიხედვით, ტყუპიდან პირველ დაბადებულს აუცილებლად ტაივოს არქმევენ, ხოლო მეორეს - კეჰინდეს.
ცერემონიაზე პატარძლები ერთნაირ საქორწილო კაბებში იყვნენ გამოწყობილები. მამაკაცებს კი მსგავსი შარვალ-კოსტუმები ეცვათ.
როგორც ისინი ამბობენ, მომავალში თავადაც ტყუპი შვილების ყოლაზე ოცნებობენ.











