ვლადიმერ პუტინსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ნკ

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინსა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მათივე ცნობით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ განაგრძონ დიალოგი საერთაშორისო და ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე.

„სატელეფონო საუბრისას განხილული იქნა ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარების სხვადასხვა ასპექტი. რუსულმა მხარემ რეგიონში არსებული პრობლემებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი მხარდაჭერა დაადასტურა“, - ნათქვამია განცხადებაში.