როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
დასავლეთის მოთხოვნები თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ისლამურ რესპუბლიკასთან დაპირისპირების საბაბია, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანი ახალი დარტყმების შესახებ, თუ ბირთვულ სამუშაოებს განაახლებს.
ირანი, რომელიც უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობას, ამტკიცებს, რომ არ აპირებს ურანის გამდიდრების შიდა პროგრამაზე უარის თქმას სამი ბირთვული ობიექტის დაბომბვის მიუხედავად.
„ის, რასაც ისინი ბირთვულ იარაღად, გამდიდრებად და ადამიანის უფლებებად წარმოადგენენ, მხოლოდ საბაბია. რეალური ამბავი სულ სხვაა და ირანელი ერი, ღვთის ნებით, არ მიატოვებს თავის რელიგიასა და ცოდნას. ისლამურმა რესპუბლიკამ და ირანის ერმა მსოფლიოს აჩვენეს თავიანთი ძალა, მონდომება, ნებისყოფა, გამძლეობა და საზრიანობა“, – აღნიშნა აიათოლა ხამენეიმ.