პროცედურები, რომელიც მართვის მოწმობის აღსადგენად უნდა გაიაროთ
1766042128
4 ოქტომბერი იყო დაგეგმილი პროვოკაცია, ძალიან დიდი ვარაუდი მაქვს, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილი პროვოკაცია, რაშიც დაეხმარა „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროვოკაციის შედეგად გაიწირა ხალხი, ძალიან ბევრი ადამიანი წამოეგო ამ პროვოკაციაზე.
„4 ოქტომბერი იყო დაგეგმილი პროვოკაცია. ძალიან დიდი ვარაუდი მაქვს, რომ ეს იყო საერთოდაც „ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილი პროვოკაცია, რაშიც დაეხმარა „ნაციონალური მოძრაობა“ და, სამწუხაროდ, გაიწირა ხალხი, ძალიან ბევრი ადამიანი წამოეგო ამ პროვოკაციაზე. ლევან ხაბეიშვილის ადგილზე, საერთოდ არ გავაკეთებდი რაიმე პოლიტიკურ განცხადებას იმიტომ, რომ მისი დაგეგმილი პროვოკაციის დამსახურებით 44 ადამიანი ზის ციხეში, იმ პროვოკაციის მსხვერპლი არიან, რომელიც მათ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დაგეგმეს. ახლა ციხეში მყოფ ადამიანებზე სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი. ციციდან თუ გამოვლენ და როცა გამოვლენ, მერე შევეპასუხები, რომ პასუხის გაცემის თავი ჰქონდეს. თავის გუნდის წევრებს მოუწოდოს, თუ რამეს მოუწოდებს და თუ რამის მოწოდების სურვილი აქვს იმიტომ, რომ უბრალოდ არ შეიძლება, 4 ოქტომბერი მოაწყო, შტურმი მოაწყო, ადამიანები გაწირო საციხოდ და მერე კიდევ იქეთ გქონდეს ვიღაცის მიმართ პრეტენზია“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.