„წლის მასწავლებლის“ ტიტულის მქონე პედაგოგი მოზარდის გაუპატიურებისთვის დააკავეს
1770136625
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ირანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და თეირანთან ურთიერთობებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ უჭერს მხარს ირანში რეჟიმის იძულებით ცვლილებას.
„მე მწამს ხალხთა სუვერენიტეტის. შესაბამისად, მხოლოდ ხალხის გადასაწყვეტია საკუთარი მმართველების შეცვლა. ეს არ არის საკითხი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა მიკროფონთან უნდა გადაწყვიტოს“, - განაცხადა მაკრონმა.
„ირანის პასუხისმგებლობა დღეს, ერთი მხრივ, საკუთარი ხალხის პატივისცემაა იმ რევოლუციური პროცესების ფონზე, რომლებიც კიდევ ერთხელ განვითარდა და იმ საშინელი რეპრესიების პირისპირ, რომელთა მოწმენიც გავხდით. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და, შემდგომ, იმ დისკუსიებში ხელახლა ჩართვა, რასაც მისგან ელიან. ერთი მხრივ, ბირთვულ საკითხზე, მეორე მხრივ - ბალისტიკურ საკითხზე და, ბოლოს, რეგიონულ სტაბილურობაზე, ვინაიდან კვლავ არსებობს მრავალი შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ერაყის, სირიისა და ლიბანის დესტაბილიზაციას ახდენს“, - დასძინა მან.