VIDEO: მართლა სირცხვილია, თურმე ოპოზიცია ტრაგედიებზე ნადირობს - ლილე ლიპარტელიანი

ლილე ლიპარტელიანი

,,მართლა სირცხვილია, თურმე, ოპოზიცია ტრაგედიებზე ნადირობს", -  ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლილე ლიპარტელიანმა გადაცემაში - ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები ,,ქართული ოცნების" მხრიდან მიუღებელია.

,,არც ერთი სიტყვა, არც ერთ ჩვენგანს, ეთერში იქნებოდა ეს თუ სოციალური ქსელით, არ გვქონია ისეთი გამონათქვამი, რომ ჩვენ რომელიმე, ტრაგედიებით ვვაჭრობთ და ვნადირობთ. ეს ბრალდება ,,ქართული ოცნების" მხრიდან მიუღებელია, მიცვალებულებით ვაჭრობით მოვიდნენ ხელისუფლებაში", - განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას.