გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭება აღინიშნება, საქართველოს პრეზიდენტის მისვლის დროს, ინციდენტი მოხდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილს ბუტა რობაქიძის დედა გამოეხმაურა, რომელიც პრეზიდენტს პირობის დადებას სთხოვდა, რათა არ შეეწყალებინა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„პირობა მომეცით, რომ არ შეიწყალებთ. არ უნდა შეიწყალოთ, იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და არ შეიწყალებთ“, - განაცხადა ია მეტრეველმა.
„თქვენ გაქვთ იმედი და საკმარისია“,- უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა, ბუტა რობაქიძის დედას.