VIDEO: ,,იმას, რასაც სხვა ქვეყანა იღებს საქართველოსთან მიმართებაში, ვერანაირად ვერ შეცვლის საქართველოს ხელისუფლება" - ტიტე აროშიძე

ტიტე აროშიძე

იმას, რასაც სხვა ქვეყანა იღებს საქართველოსთან მიმართებაში, ამას ვერანაირად ვერ შეცვლის საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა ტიტე აროშიძემ გადაცემა ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

,,ქვეყანა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, მით უმეტეს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაშიც თავის დროზე საქართველოს მხარე არ ჩარეულა, შესაბამისად, ეს არანაირ კავშირში არ არის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, არც ევროპულ კურსთან და მით უმეტეს იმ 12 პუნქტთან, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ და გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი”, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.