1747842501
ბოლო ინფორმაცია მიწისძვრის ეპიცენტრიდან - 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები იყო კრეტაზე

რამდენიმე საათის წინ, საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დილით ადრე მოხდა კრეტის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, კუნძულიდან, დაახლოებით 55 კილომეტრში. მისი სიღრმე 37 კილომეტრი იყო. მიწისძვრა იგრძნობოდა არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ თურქეთშიც.
საბერძნეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული პირველადი შეფასებების მიხედვით, არ დადასტურებულა მსხვერპლი ან მნიშვნელოვანი ზარალი. თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, კრეტის და სანტორინის კუნძულებზე ცუნამის შესახებ საშიშროება გამოცხადდა და მოსახლეობასა და ტურისტებს ურჩიეს, სანაპიროებიდან მოშორება და მაღალ ადგილებზე ასვლა.
აღსანიშნავია, რომ ეს მიწისძვრა უკვე მეორე მნიშვნელოვანი სეისმური მოვლენაა კრეტაზე ამ კვირაში, რაც ზრდის რეგიონში სეისმური აქტივობის შესახებ შეშფოთებას.