1747917155
ქუთაისში, მეზობელმა მეზობელი მოკლა

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა. შემთხვევა ჩანჩიბაძის ქუჩაზე მოხდა. - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ინფო იმერეთის” ინფორმაციით, შემთხვევა 19 მაისს მოხდა.
გამოცემასთან მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ კონფლიქტი SMS-შეტყობინებას უკავშირდება.
როგორც გელა სიორდია განმარტავს, მოკლული 55 წლის კაცი, მეზობლის 35 წლის ქალს SMS-შეტყობინებას წერდა, ფაქტი ქმარმა გაიგო და მეზობლის კაცს მსგავსის განმეორება აუკრძალა.
მკვლელობის ღამეს კი მოკლული მკვლელობაში ბრალდებულთან მივიდა, რა დროსაც მათ შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა. მისივე თქმით, არსებობენ პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დანა მოკლულსაც ჰქონდა და მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ცივი იარაღი მოგერიების მიზნით გამოიყენა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. თეიმურაზ ჩოგოვაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.