რა ვალდებულებები ეკისრებათ შინაური ცხოველების მეპატრონეებს და რას შეამოწმებენ მონიტორები ბინაზე
1747921223
მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით ერთმანეთს წააგავს და მილიარდობით წლის წინათ ორივე პლანეტამ ანალოგიური რაოდენობის წყალი მიიღო. ეს საერთო წარსული ასტრონომებში დიდი ხანია აჩენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვას: რატომ იქცა ვენერა ჯოჯოხეთურ, საცხოვრებლად უვარგის სამყაროდ, დედამიწა კი სიცოცხლის აკვნად?
მას შემდეგ, რაც „მაგელანის“ კოსმოსურმა აპარატმა ვენერას ზედაპირის რუკა შექმნა 30 წელზე მეტი გავიდა და ახლა, NASA-ს მეცნიერებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ პლანეტის შიგნიდან ცხელი მატერია ამოდის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი ქერქი კვლავ შინაგანი პროცესებით ფორმირდება.
ეს აღმოჩენა ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვენერას არ აქვს დედამიწის მსგავსი ტექტონიკური ფილები, პლანეტის შიდა დინამიკას შესაძლოა უფრო მეტი საერთო ჰქონდეს დედამიწასთან, ვიდრე მეცნიერებს ადრე ეგონათ.
უახლესი მტკიცებულებები ფოკუსირდება ვენერას ზედაპირზე არსებულ ათობით დიდ, ბეჭდის ფორმის სტრუქტურაზე, რომლებიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ცხელი ქანის ნაკადები ვენერას მანტიის სიღრმიდან ამოდის და ზედაპირს ზემოთ წევს. როდესაც ზედაპირი გაციების შედეგად იკეცება და იშლება, რჩება მრგვალი სტრუქტურა. მეცნიერებმა ამ სტრუქტურების წარმოქმნის რამდენიმე სიმულაცია შექმნეს და „მაგელანის“ მისიის მიერ შეგროვებულ მონაცემებს შეადარეს. სიმულირებული და რეალური მონაცემები ერთმანეთთან იმდენად ახლოს იყო, რომ მეცნიერები „საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდნენ“.
ახლა მეცნიერების მიზანია ვენერას ზედაპირზე აქტიური რეგიონების იდენტიფიცირებაა. ამის გაკეთებას ისინი NASA-ს მისია VERITAS-ის მონაცემების მეშვეობით აპირებენ, რომელიც პლანეტის ზედაპირს რუკაზე გადაიტანს წინა მისიებთან შედარებით უფრო მაღალი გარჩევადობით. NASA-ს კიდევ ერთი მისია - DAVINCI, რომელიც 2029 წლისთვისაა დაგეგმილი, ვენერას ატმოსფეროსა და ზედაპირის ქიმიური შემადგენლობის შესწავლაზე იქნება ორიენტირებული, ხოლო ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მისია EnVision, რომელიც 2030 წლისთვის არის დაგეგმილი, მაღალი გარჩევადობის რუკებს შეადგენს.