ბოლო ინფორმაცია მიწისძვრის ეპიცენტრიდან - 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები იყო კრეტაზე
1747896389
,,ჩვენი ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევები და ის კონკრეტული პროგრამები და პროექტები რაც არის, ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩვენი ქალაქის ეკონომიკური განვითარება…” - ამის შესახებ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა გადაცემა ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცეში" განაცხადა.
,,ჩვენი ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევები და ის კონკრეტული პროგრამები და პროექტები რაც არის, ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი არის და ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩვენი ქალაქის ეკონომიკური განვითარება, ჩვენი ქალაქში სტაბილური განვითარება იყოს და მდგრადი პროექტები განვახორციელოთ, რომელიც გრძელვადიან ჭრილში ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს. ამავდროულად, ის სერვისები დავნერგოთ, რომელიც არის თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი და რა თქმა უნდა, შეუქმნის კომფორტს ჩვენს თანამოქალაქეებს, საზოგადოებას და სტუმრებს. საზაფხულო სეზონი ზღვისპირა ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი და ჩვენ კონკრეტული სამუშაოები გავწიეთ ამ მიმართულებით, რათა სრულ მზადყოფნაში შეხვდეს ტურისტულ სეზონს...”, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.