VIDEO: ,,თუკი თვლიან, რომ სასამართლოში გასაჩივრებას აზრი არ აქვს, რატომ შეაქვთ სხვადასხვა საქმე?" - ტიტე აროშიძე ,,ნაციონალურ მოძრაობაზე"

ტიტე აროშიძე

,,თუკი თვლიან, რომ სასამართლოში გასაჩივრებას აზრი არ აქვს, მაშინ რატომ შეაქვთ განსახილველად სხვადასხვა ტიპის საქმეები", - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ - გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა. 

მისი თქმით, მსგავსი ქმედება ოპოზიციის მხრიდან მანიპულირების თემაა.

,,ვხედავთ პრეცედენტებს, რომ " ნაციონალური მოძრაობასაც" და მის სატელიტ პარტიებიც, ცდილობენ სასამართლოს გზით მიაღწიონ გარკვეულ წარმატებას, გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მათ სასარგებლოდ. თუკი უნდობლობას უცხადებ, მაშინ არც საკონსტიტუციოში შეიტან, არც სამოქალაქოში არც ერთ საქმეს.

ეს არის მათი მანიპულირების სისტემა", - განაცხადა ტიტე აროშიძემ.