VIDEO: აშშ და საქართველო დიდი ხანია პარტნიორები არიან და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ერთად მიღწეული შედეგებით - კელი დეგნანი

კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო უკვე დიდი ხანია პარტნიორები არიან და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ერთად მიღწეული შედეგებით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში" განაცხადა. 

,,ჩვენი დახმარება მთლიანად განხორციელებულია საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით. მიმართულია იმ პრიორიტეტებზე, რაც ქართველ ხალხს აქვს. 

წლების განმავლობაში, ჩვენი დახმარების მთავარი აქცენტი იყო საქართველოს მხარდაჭერა, მისი უსაფრთხოების, საზღვრების დაცვის, ეკონომიკის დივერსიფიკაციის განვითარების კუთხით და რა თქმა უნდა, ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით, იმიტომ რომ ეს არის ქართველი ხალხის პრიორიტეტი და ჩვენ მათ სურვილს ვუჭერთ მხარს. ამ პერიოდის განმავლობაში შეინიშნა შთამბეჭდავი პროგრესი, თუმცა გასაკეთებელი კიდევ არის და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შესაძლებლობებს, რომ გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა" , - განაცხადა კელი დეგნანმა.