„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
პარტია ,,გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ნინო ლომჯარიას აკრიტიკებს.
მისი თქმით, პანდემიის დროს, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებები სიგიჟე იყო.
„არ გაუმართლა ნინო ლომჯარიას იმიტომ, რომ კორონა პანდემია დაემთხვა და კორონა პანდემიაზე ის რეაქცია, რომელიც ნინო ლომჯარიას ჰქონდა, უბრალოდ არ გაუმართლა იმიტომ, რომ სხვა სახალხო დამცველის დროს ასეთი სიგიჟე სხვას არ გაუკეთებია, იმიტომ, რომ სხვა მსგავსი მოვლენაც არ ყოფილა ჩვენს ისტორიაში“, - განაცხადა ვახო მეგრელიშვილი გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრის დროს.