VIDEO: არ შეიძლება კანონის მორგება, არც ივანიშვილზე, არც სააკაშვილზე და არავისზე - ეკა ბესელია

ეკა ბესელია

„არც იმის მომხრე ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილზე დაიწეროს კანონი და არც იმის მომხრე ვარ, რომ უკრაინული მოდელის კალკირება მოხდეს დეოლიგარქიზაციისთვის“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ეკა ბესელიამ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა პრობლემა დაინახა იმაში, რომ სუსტია ჩვენთან დემოკრატიული ინსტიტუტები.

„საერთოდ კანონი არ ერგება პერსონალურად არავის, ეს არის კანონის წესი. რვა წელი ვიყავი კანონმდებელი და ყოველთვის ვცდილობდით, რომ კანონი გათვლილი ყოფილიყო პირთა ჯგუფის ფართო  წრისთვის მას, რომ ჰქონდეს უფრო დიდი გამოყენება. ამიტომ მე, არც იმის მომხრე ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილზე დაიწეროს კანონი და არც ის მგონია სწორი, რომ კალკირება მოხდეს უკრაინული მოდელის და გადმოვიტანოთ ის სიტყვა სიტყვით. ევროკავშირმა პრობლემა დაინახა იმაში, რომ სუსტია ჩვენთან დემოკრატიული ინსტიტუტები, არ არის დამოუკიდებელი ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის...

როდესაც კანონი იწერება, ის შეიძლება შეეხოს ნებისმიერს. ამიტომაც არ შეიძლება კანონის მორგება არც ივანიშვილზე არც სააკაშვილზე და არავისზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.