„ადამიანის ბედი იცვლება... ყველაზე ძლიერი დღეა ამ წელში“ - ქეთი ოდიშელის რეკომენდაცია
1766226037
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის განცხადებით ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგში არასდროს ჩარეულა და ამას არც მომავალში აპირებს.
ამავდროულად კეზერაშვილი, კეზერაშვილი ოპოზიციის ბრძოლის ერთ-ერთ პრიორიტეტად დეოლიგარქიზაციას ასახელებს და პარტიებს ბრძოლის ამ გზაზე წარმატებებს უსურვებს.
„მკაფიოდ ვამბობ - მე არასოდეს ჩავრეულავარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში.
პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არა მაქვს. ამასთან, ბუნებრივია ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე.
ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც ესმის მომენტის მნიშვნელობა, წარმატებას ვუსურვებ ბრძოლის იმ გაზაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას - დეოლიქარგიზაცია, საქართველოს - დასავლურ ორბიტაზე დაბრუნება, ქართველ ხალხს კი - კეთილდღეობა და ცხოვრების უკეთესი პირობები უნდა მოუტანოს“, - განაცხადა დავით კეზერაშვილმა.