ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება

 ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დათანხმდნენ, რომ ისლამური რესპუბლიკას ბირთვული იარაღი არ ექნება.

„ირანი უკვე დათანხმდა, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. შესაძლოა, მათ აზრი შეიცვალონ, მაგრამ ეს დიდი მიღწევაა უკვე“, - განაცხადა ტრამპმა ერთ-ერთი პოდკასტის დროს.

თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართულია აგრეთვე უზენაესი ლიდერი აიათოლა მოჯთაბა ხამენეი. ტრამპის თქმით, საბოლოო ჯამში, ირანის უზენაესი ლიდერი იწონებს ან უარყოფს შეთანხმების ცალკეულ ასპექტებს.

ტრამპმა აგრეთვე არ გამორიცხა, რომ ოდესმე მოჯთაბა ხამენეის შეხვდება და მოლაპარაკებებს გამართავს.

„როგორც ჩანს, აიათოლასთან ყველაფერი კარგად მიდის. მასთან შეხვედრას ვისურვებდი. შესაძლოა, ოდესმე მას შევხვდე“, - დასძინა ტრამპმა.